გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდ ინფექცია 4837 ადამიანს დაუდასტურდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ გუშინდელი მკვეთრი მატება მხოლოდ სამშაბათის სინდრომის შედეგი არაა (შაბათ-კვირას ადამიანების დიდი ნაწილი არ იკეთებს ტესტირებას და ეს პროცედურა ორშაბათისთვის გადააქვს, რომლის მონაცემებიც სამშაბათის სტატისტიკაში აისახება).
მეტიც: დღევანდელი მაჩვენებელი გუშინდელ მონაცემს 62-ით აღემატება.
გარდაიცვალა 26 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი ისევ 10%-მდეა.
არ უმჯობესდება ვაქცინაციის მაჩვენებელი – ერთ დღეში მხოლოდ 6 837 ადამიანი აიცრა.