კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 12 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის იქნება შესაძლებელი.
ამის შესახებ გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
„რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აცრის რეკომენდაციას გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დავადების მქონე ბავშვებისთვის ამ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიიღო ფართო ვაქცინაციის გადაწყვეტილება ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით მხოლოდ ქრონიკული დაავადებების 12-დან 15 წლამდე ბავშვებზე. აქაც იკვეთება ჯგუფები, ვისაც სჭირდება ხშირი მოგზაურობა, ან სხვა ქვეყანაში ჩაიტარა უკვე ვაქცინაცია და მეორე დოზა აქვს ჩასატარებელი საქართველოში დაბრუნების შემდეგ. რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნებიც ინდივიდუალურ საფუძველზე იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილდება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
ამ დრომდე, საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის ასაკიდან იყო შესაძლებელი.