მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა, აცრების რაოდენობა ისევ დაბალია

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა, აცრების რაოდენობა ისევ დაბალია

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი 2 800 ადამიანს დაუდასტურდა. როგორც წესი, სამშაბათობით შემთხვევების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება, რაც შაბათ-კვირის “დაგროვებული” შემთხვევების ასახვას უკავშირდება. 

ამასთან, გაზრდილია დადებითობის, ანუ ჩატარებული ტესტებიდან დადასტურებული შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელი: დღიური – 8,31%, ბოლო 14 დღის – 5,51%, ბოლო 7 დღის – 5,16%

წინა დღეებთან შედარებით გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელი – ბოლო 24 საათში 42 პაციენტი გარდაიცვალა.

დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი – ერთ დღეში აცრა მხოლოდ 8 106-მა ადამიანმა გაიკეთა. 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …