მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მთავრობა 2022 წლისთვის კოვიდპაციენტების მართვის ხარჯებს ამცირებს – მიზეზი  ავადობის შემცირების პროგნოზია

მთავრობა 2022 წლისთვის კოვიდპაციენტების მართვის ხარჯებს ამცირებს – მიზეზი  ავადობის შემცირების პროგნოზია

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მომდევნო წელს საქართველოს მთავრობა COVID-19-ის პაციენტთა მართვაზე 500 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

მიმდინარე წელთან შედარებით COVID-19-ის პაციენტთა მკურნალობის ხარჯები 310 მილიონი ლარით ნაკლებია, რაც მთავრობის მიერ ვირუსით ავადობის შემცირებული პროგნოზით არის განპირობებული. პაციენტთა მართვასთან ერთად, ბიუჯეტში 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული იმუნიზაციის პროგრამისთვის.

მთლიანობაში ჯანდაცვის პროგრამების საერთო ხარჯი 1.73 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, რაც 2020 წელთან შედარებით 277 მილიონი ლარით ნაკლებია. კლების მთავარი მიზეზი COVID-19-ის მართვის ბიუჯეტის შემცირებაა.

იმისთვის, რათა მთავრობის პროგნოზი შემცირებულ ავადობასთან დაკავშირებით გამართლდეს, აუცილებელია მოსახლეობის ვაქცინაცია გეგმის მიხედვით წარიმართოს და წელს ზრდასრული მოსახლეობის 60% აიცრას. თუმცა, სექტემბრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში ყოველდღიური აცრების რიცხვმა მკვეთრად იკლო.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …