საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 9 ათასს გადააჭარბა და 9 005 შეადგინა. აქედან ბოლო 24 საათში 29 ადამიანი დაიღუპა.
დაინფიცირდა 1 826 ადამიანი, რაც გუშინდელთან შედარებით გაზრდილი რაოდენობაა.
დადებითობის მაჩვენებელი დღიურ ჭრილში უკვე 4 %-ს ჩამოსცდა და 3,56% შეადგინა. ბოლო 14 დღეში ეს მონაცემი 5,49%-ია, ბოლო 7 დღეში – 4,93%.
გუშინ 8 326 ადამიანი აიცრა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ყველაზე ოპტიმისტულ გათვლებს 4-ჯერ ჩამოუვარდება.
სტაციონარში 4 081 ადამიანი მკურნალობს.