მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » პირველად ბოლო კვირების განმავლობაში, საქართველოში პირბადეების ტარების მაჩვენებელი გაიზარდა 

პირველად ბოლო კვირების განმავლობაში, საქართველოში პირბადეების ტარების მაჩვენებელი გაიზარდა 

საქართველოში, პირველად ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, პირბადეების ტარების მაჩვენებელი მცირედით, თუმცა მაინც გაიზარდა  და გასული კვირის 43%-დან 48%-მდე მოიმატა.

ინფორმაციას ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირებში, მათ შორის ღია სივრცეებში პირბადის სავალდებულო ტარების დაწესების პერიოდში, პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში საგანგაშოდ შემცირდა და მინიმალურ ნიშნულს, 41%-საც მიაღიწია, რასაც ეპიდემიოლოგები, სხვა ფაქტორებთან ერთად, მაღალ ტემპერატურასაც უკავშირებდნენ, რა დროსაც პირბადის ტარება დისკომფორტთანაა დაკავშირებული.

სპეციალისტების განცხადებით, პირბადის სწორად ტარება მკვეთრად ზრდის ვირუსისგან ადამიანის დაცვის ხარისხს.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …