4 ოქრომბრიდან სკოლები და საბავშვო ბაღები მუშაობას განაახლებენ. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
„დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4 ოქტომრბიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და საბავშვო გასართობი ცენტრები“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სიახლეა ის, რომ პირბადის ტარება ყველა ბავშვისთვის სავალდებულოა.
ამასთან, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სწავლა ონლაინ გააგრძელონ.
“ყველას სასწავლო სივრცეში ეკეთება პირბადე, რომ ჩვენმა ბავშვებმა ისწავლონ უსაფრთხო გარემოში,”- განაცხადა მინისტრმა.