ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება – გასულ დღე ღამეში კოვიდ-ინფექცია 663 ადამიანს დაუდასტურდა.
დადებითობის მაჩვენებელი დღიურ ჭრილში უკვე 5%-ს ჩამოსცდა და 4,99% შეადგინა, 14 დღის მონაკვეთში ეს მაჩვენებელი 6,48%-ია, ბოლო 7 დღეში კი 6,01% %.
შემცირდა გარდაცვალების მაჩვენებელი – ბოლო 24 საათში კორონავირუსმა 27 ადამიანი იმსხვერპლა.
ერთ დღეში 6 617 ადამიანი აიცრა.
ამასთან, ორშაბათს აცრებისა და შემთხვებების დაბალი მაჩვენებელი შაბათ-კვირას მიმართვიანობის შემცირებას უკავშირდება.
რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, აქ 4 569 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
ამასთან, უკვე 300-ს ჩამოსცდა კრიტიკული პაციენტების რაოდენობა – რეანიმაციაში ამ ეტაპაზე 288 ინფიცირებული იმყოფება. 1074 ადგილია დაკავებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.
გაუმჯობესებულია კიდევ ერთი მაჩვენებელი – ვირუსის რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც ინფექციის ერთი ადამიანიდან სხვა ადამიანებზე გადაცემის ინტენსივობას გულისხმობს. აღნიშნული ინდექსი, RT, ამ ეტაპზე 0,8 პროცენტს შეადგენს და წინა კვირებთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.