მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » რესტორნებს, რომელთა თანამშრომლები ვაქცინირებულები იქნებიან, მუშაობის შესაძლებლობა 22:00 საათის შემდეგაც მიეცემათ

რესტორნებს, რომელთა თანამშრომლები ვაქცინირებულები იქნებიან, მუშაობის შესაძლებლობა 22:00 საათის შემდეგაც მიეცემათ

განისაზღვრება  მწვანე ზონები, რაც ნებისმიერი ეპიდემიოლოგიური თუ ეკონომიკური გართულების დროს ბიზნესს საშუალებას მისცემს, ეკონომიკური აქტივობა შეინარჩუნოს. აღნიშნული სტატუსის მიღება კი თანამშრომლების ვაქცინაციაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, საუბარია ბენეფიტებზე მომხმარებლისთვის. ამის შესახებ  შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, რომელიც დღეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი აპლიკაცია გააცნო. ინსპექციის სამსახურში აცხადებენ, რომ Covid-საშვის აპლიკაცია მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა. ვებ-გვერდის Covidpass.moh.gov.ge-ს საშუალებით ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორების კოვიდ სტატუსის შემოწმების შესაძლებლობა ექნებათ. სიახლით ბიზნესი შეძლებს საკუთარი მომხმარებლებისთვის მწვანე ანუ უსაფრთხო გარემო შექმნას.

„მაგალითად, თუ დღეს რესტორნები ვერ მუშაობენ 22:00 საათის შემდეგ, ამ აპლიკაციის დანერგვის შემთხვევაში მათ მიეცემათ მუდმივად მუშაობის საშუალება.  განისაზღვრება  მწვანე ზონები, რაც ნებისმიერი ეპიდემიოლოგიური თუ ეკონომიკური გართულების დროს ბიზნესს საშუალებას მისცემს, ეკონომიკური აქტივობა შეინარჩუნონ. ამასთან, საუბარია ბენეფიტებზე მომხმარებლისთვის,“- განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა. ბექა ფერაძის თქმით, ამ სტატუსის მქონე ობიექტები ასევე შესაძლოა განთავისუფლდნენ ერთ მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტის დაშვების შეზღუდვისგან, ასევე ქელეხების, ქორწილების და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვის აკრძალვისგან.

ბექა ფერაძის განცხადებით, ბიზნესთან შეგროვებული ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება, რომელიც მათზე დამატებით იმსჯელებს.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …