საქართველოში აცრების ტემპი ყოველდღიურად ეცემა – გუშინდელი მონაცემებით, აიცრა 12 949 ადამიანი.
რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 1653 ადამიანს დაუდასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი უკვე 6%-ს ჩამოსცდა და 5,8 პროცენტი შეადგინა.ბოლო 14 დღეში ეს მონაცემი 6,85%-ს შეადგენს, ბოლო 7 დღეში კი 6,44%-ს.
ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებული მაჩვენებლების ფონზე, კვლავ მაღალია ლეტალობა – გუშინ კოვიდ 19-მა 47 ადამიანი იმსხვერპლა.