მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპები დაეცა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპები დაეცა

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპების კლება გვაქვს, რის პროგნოზსაც ვაკეთებდით. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ 19 148 ადამიანი აიცრა, თუმცა ჯავშნები 13 ათასი იყო, 6 ათასი მოქალაქე კი ჯავშნების გარეშე აიცრა. ამასთან, ქვეყანას აქვს საშუალება ყოველდღიურად 40 ათასი ადამიანი აცრას.

გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებს სურდათ, სექტემბერში ქვეყანა მილიონ აცრაზე გასულიყო, თუმცა ვაქცინაციის არსებული ტემპებით ეს რაოდენობა მიღწეული ვერ იქნება და აგვისტოს მსგავსად, სექტემბერშიც 720 ათას აცრილზე გავალთ.

ამირან გამყრელიძის თქმით, აგვისტოში დღიურად აცრილთა საშუალო რაოდენობა 23278 იყო, სექტემბერში 25659, ხოლო ბოლო ერთი კვირაა კლების ტენდენციაა და ეს მაჩვენებელი 23388-ს შეადგენს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას სურდა, სექტემბერ–ოქტომბერში ქვეყანა დღეში 30-35 ათას აცრაზე გასულიყო, რის შედეგადაც წლის ბოლომდე მოსახლეობის 80% იქნებოდა აცრილი, თუმცა 23 ათასი აცრის შენარჩუნების შემთხვევაში წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრის მიზანს მივაღწევთ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …