მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში 16-18 წლის ასაკის 8 ათასამდე მოზარდია აცრილი

საქართველოში 16-18 წლის ასაკის 8 ათასამდე მოზარდია აცრილი

ქვეყანაში მინიმუმ ერთხელ აცრილებს შორის ყველაზე დაბალი წილი, 0,88% 18 წლამდე ასაკის მოზარდებზე მოდის – მინიმუმ ერთი დოზით 16-18 ასაკის 8 ათასამდე ადამიანია ვაქცინირებული.  საიტ vaccines.ncdc.ge/statistics-ის მონაცემებით, ვაქცინირებულთა შორის ყველაზე მეტი, 53% 18-დან 49 წლამდე ასაკის მოქალაქეებზე მოდის. საშუალოდ 9%-მდეა იმუნიზაციის მაჩვენებელი 55-59 და 60-64  ასაკის ჯგუფებში.

70-74 წლამდე მოქალაქეები აცრილთა 6%-ს შეადგენენ, 75 წელს გადაცილებულები კი 5,6%-ს (51 ათასამდე მოქალაქე).

ამ ეტაპზე ქვეყანაში 1,561,228 აცრაა ჩატარებული. ორი დოზით აცრილია  641,352 მოქალაქე. ერთჯერადადაა აცრილი და მეორე დოზას ელოდება 278,524 ადამიანი.

ქვეყანაში იმუნიზაცია 16 წლის ასაკიდანაა დაშვებული.

რომ ბოლო დღეებში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 60 წელს  გადაცილებულ მოქალაქეებს შორის ვაქცინაციის დონე დაბალია, და ეს იმ ფონზე, როდესაც კოვიდ 19-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. ამიტომ უწყება გეგმავს, ამ ასაკის ადამიანების იმუნიზაციის წასახალისებლად გარკვეული მექანიზმები შეიმუშაოს.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …