პირველი 160 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. როგორც საქართველოს ლატარიის კომპანიაში აცხადებენ, დღეს, 12 საათზე, ვებ-ვერდზე stopcov.lotto.ge-ზე ,,აიცერი და მოიგეს’’ გათამაშება შედგა. გამოვლენილია 160 მოგებული, რომელთა შორის 500 და 100 ლარიანი მოგებაა გადანაწილებული.
ხარაგაული, თბილისი, სამტრედია, საგარეჯო, ბათუმი, ახალციხე და ა.შ. მოგებულები მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე ცნობილია
დღემდე ყველა თუნდაც ერთხელ აცრილ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი მოგების გადამოწმება – ვებგვერდზე stopcov.lotto.ge -ზე პირადი ნომრით.
stopcov.lotto.ge-ზე ყოველდღიურ გათამაშებაში 160 მოგებული გამოვლინდება, ყოველკვირეულ გათამაშებაში 17 მოგებული.
ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარის მოგება; ყოველკვირეულად 1000; 1500; 5000 და 10 000 ლარი, შემაჯამებელ გათამაშებაში კი გათამაშდება ჯეკპოტი 100 000 ლარი.
გათამაშებაში მონაწილეობს საქართველოში აცრილი ყველა ვაქცინირებული მოქალაქე. STOPCOVID ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს” გათამაშების ბილეთებს (ელექტრონული სახით) აცრილი მოქალაქეები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ ავტომატურად მიიღებენ.
პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება ,,აიცერი და მოიგეს” ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ ათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია „აიცერი და მოიგეს“ ლატარიის ამოქმედებამდე, 2021 წლის 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს ,,აიცერი და მოიგეს” ყველა გათამაშებაში.
ყოველდღიური გათამაშება იმართება ყოველდღე 12 საათზე და მასში მონაწილეობს წინა დღემდე აცრილი ყველა მოქალაქის ბილეთი;
ყოველკვირეული გათამაშება გაიმართება ორშაბათობით ყოველდღიური გათამაშების დასრულებისთანავე და მასში მონაწილეობს, როგორც წინა კვირას აცრილი მოქალაქეების ასევე ლატარიის დაწყებამდე აცრილი ყველა მოქალაქის ბილეთი.
შემაჯამებელ გათამაშებაში, სადაც თამაშდება 100 000 ლარი, მონაწილეობს ყველა აცრილი მოქალაქის ბილეთი.
საბოლოო შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს გაიმართება, ხოლო ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება 27 დეკემბერს დასრულდება.