გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 3221 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 1 სექტემბრის შემდეგ მაქსიმალური დღიური რაოდენობაა. გაზრდილია დღური დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც გუშინდელი 5,5%-დან 8,5%-მდე გაიზარდა.
ბოლო 14 დღის -დადებითობის მონაცემმა 7,58%, ბოლო 7 დღეში კი 7,44% შეადგინა.
გარდაიცვალა 54 პაციენტი.
შედარებით გაიზარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი – გუშინ 26 125 ადამიანი აიცრა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 882 ადამიანი იმყოფება.