მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ნელი ტემპებით უმჯობესდება, ყოველდღიურად ისევ ათობით ადამიანი იღუპება

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ნელი ტემპებით უმჯობესდება, ყოველდღიურად ისევ ათობით ადამიანი იღუპება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2262 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 54 პაციენტი. კორონავირუსით გარდაცვალების საერთო რაოდენობამ 8089 შეადგინა.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2795 პირი.

გუშინ საქართველოში 34 225 ტესტი ჩატარდა.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 6,61%, ბოლო 14 დღის – 8,27%, ბოლო 7 დღის – 7,42%. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 327 ადამიანი იმყოფება.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …