გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი 1 965 ადამიანს დაუდასტურდა. ჩატარდა 25 624 ტესტი. შესაბამისად, დადებითობის მაჩვენებელმა შეადგინა: დღიური – 7,67%, ბოლო 14 დღის – 8,77%, ბოლო 7 დღის – 7,63%.
24 საათში გარდაიცვალა 50 პაციენტი.
დაბალი რჩება აცრების მაჩვენებელი – დღიურად აიცრა 24 262 ადამიანი, სულ ქვეყანაში ჩატარებულია 1 340 062 აცრა.
6 766-მდე შემცირდა სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობა.