საქართველოშ ორჯერადად აცრილებს შორის გარდაცვალების 3 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა. ამასთან, გამყრელიძეს არ დაუკონკრეტებია გარდაცვალებულთა არც ასაკი და არც ის, ჰქონდათ თუ არა მათ თანმხლები დაავადებები და რა გახდა ლეტალობის უშუალო მიზეზი.
მისივე ინფორმაციით, ერთხელ აცრილთა შორის ინფიცირების 5 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, ორჯერ აცრილებს შორის კი 4 ათასი ადამიანი დაინფიცირდა. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, პაციენტთა უმრავლესობაში დაავადება მსუბუქი ფორმით წარიმართა და ჰოსპიტალიზაცია მათ მცირე ნაწილს დასჭირდა.