მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ქვეყანაში კრიტიკული კოვიდ-პაციენტების რაოდენობა იზრდება

ქვეყანაში კრიტიკული კოვიდ-პაციენტების რაოდენობა იზრდება

საქართველოში ინფიცირების კუთხით არსებული მდგომარეობა მცირედით უმჯობესდება. ბოლო დღეების სტატისტიკა ადასტურებს, რომ ამ ტენდენციამ შედარებით მდგრადი ხასიათი მიიღო.

ციფრები აჩვენებს, რომ ეპიდსიტუაციის მცირედი გაუმჯობესება ჰოსპიტალურ სექტორზეც აისახება, რადგან ინფიცირებულთა კლება და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდა საწოლფონდის განტვირთვას იწვევს. დღეის მდგომარეობით, საწოლფონდიდან 1232 ადგილი თავისუფალია, რაც გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით 100 ერთეულით მეტია.

ამის მიუხედავად, მდგომარეობა არ უმჯობესდება მძიმე პაციენტების სტატისტიკის კუთხით: თუ გუშინ ინტენსიურ კოვიდ-განყოფილებებში 1560 ინფიცირებული იწვა, დღეს ამ კატეგორიის პაციენტების რაოდენობა 1608-ს შეადგენს. არ იკლებს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა: თუ ბოლო დღეებში ეს რიცხვი 360-370 იყო, დღეს 380-ია. შესაბამისად, გარდაცვალების მაჩვენებლების კლებას უახლოეს დღეებში არ უნდა ველოდოთ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …