მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » “არავის ვურჩევ ამ საძაგელ უცნობ ვირუსთან თამაშს” – ზურაბ გურული მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს

“არავის ვურჩევ ამ საძაგელ უცნობ ვირუსთან თამაშს” – ზურაბ გურული მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს

ანტივაქსერები და ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ განწყობილი ადამიანების წილი სიკვდილიანობის სტატისტიკაში ძალიან სერიოზულია. ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ექიმმა ზურაბ გურულმა განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ყოველდღიურ კოვიდსტატისტიკაში იქნება მონაცემები, გარდაცვლილებიდან რამდენი ადამიანი იყო აცრილი და აუცრელი. მედიკოსის განცხადებით,

სიკვდილიანობის შემცირება ამერიკაში სწორედ აცრამ განაპირობა.

ის ამბობს, რომ ამერიკის შტატების მონაცემები აჩვენებს, რომ რეანიმაციაში გადასული პაციენტების 90-95% აუცრელი ადამიანები და ისინი არიან, ვისაც კორონავირუსი გადატანილი არ აქვს.

მისივე თქმით, ის, რომ ადამიანი ჯანმრთელია, ცხოვრობს ცხოვრების ჯანსაღი წესით, არ აწუხებს ზედმეტი წონა, არ ეწევა – ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ კოვიდ 19-სგან დაცვა აქვს ან მას მარტივად გადაიტანს. ზურაბ გურულის განცხადებით, ასეთი ადამიანების გარდაცვალების მაჩვენებელიც მაღალია.

„ლაბორატორიულ ტექნოლოგიებს არ შეუძლია მასობრივად გამოიკვლიონ ადამიანები, რათა წინასწარ განვსაზღვროთ, ვის დაემართება ან გაურთულდება ვირუსი. ეს შეუძლებელია. არავის ვურჩევ ამ საძაგელ უცნობ ვირუსთან თამაშს, არავინ იცის, ვის როგორ წაუვა დაავადება, რომელ მექანიზმს მისცემს ტრიგერს ანუ ითამაშებს სასხლეტის მექანიზმს მომაკვდინებელი პროცესების გასაშვებად,“- აღნიშნა გურულმა.

მისი თქმით, მათ, ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი, ბუნებრივი იმუნიტეტი გააჩნია, მაგრამ თუ ხელოვნური  ანუ ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტით ეს დაცვა გაძლიერებულია, უფრო მძლავრი ბარიერი შეიქმნება.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …