2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 125.7 ლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 ლარით მეტია. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
აღნიშნულ თანხაზე მეტი აქვთ საშუალო ხელფასები ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში დასაქმებულებს (2 204 ლარი), ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორში მომუშავეებს (2 319.4 ლარი) და მშენებლობის სექტორში დასაქმებულებს (1 665.2ლარი).
ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში დასაქმებულთა რიცხვი 72 121-ია.