4778 და 79 გარდაცვლილი – ასეთია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ უმჯობესდება. ისევ მაღალია დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,92%, ბოლო 14 დღის – 10,26%, ბოლო 7 დღის – 9,76%.
გუშინ ქვეყანაში 21 411 ტესტი ჩატარდა.
ასევე შემცირდა აცრების რაოდენობა – გუშინ ქვეყანაში ვაქცინაცია 25 670-მა ადამიანმა ჩაიტარა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 7 457 ადამიანი იმყოფება.