პირველად ბოლო კვირების განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9%-ს ჩამოსცდა და 8,94% შეადგინა.
ბოლო 14 დღეში ეს მონაცემი 10,44%, ბოლო 7 დღეში კი 10,04%-ია.
ისევ მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელი – ბოლო 24 საათში ვირუსს 78 პაციენტი ემსხვერპლა.
ჩატარებულმა აცრებმა 17 670 შეადგინა, სტაციონარში 7 660 ადამიანი იმყოფება.
აქტიური შემთხვევების რიცხვმა 49 ათასამდე დაიწია.