მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ბოლო ორ კვირაში კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში 10 ბავშვი დაიბადა, ყველა ჩვილის და დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბოლო ორ კვირაში კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში 10 ბავშვი დაიბადა, ყველა ჩვილის და დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

47 წლის კოვიდდადებითი ქალი ტყუპების დედა გახდა. ინფორმაციას კლინიკა “ბომონდი” ავრცელებს, სადაც საკეისრო კვეთა გუშინ ჩაატარდა. კლინიკის ინფორმაციით. ქალბი შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა.

“აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა.

დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„კლინიკა ბომონდი“ იზიარებს ოჯახების ბედნიერებას. მშვიდობას და ჯანმრთელობას უსურვებს ახალშობილთა ოჯახებს, ხოლო სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის დაუღალავი შრომისათვის,” – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე, 10 დღის განმავლობაში “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში 7 ახალშობილი დაიბადა. ახალშობილებიდან ორი საკეისრო კვეთის, 5 კი ბუნებრივი სამშობიარო გზით მოევლინა ქვეყანას. ყველა ახალშობილის და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცნობისთვის, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი ერთადერთია დასავლეთ საქართველოში, რომელიც კოვიდდადებით და ვირუსზე საეჭვო ორსულებს იღებს.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …