მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ამირან გამყრელიძე: ბოლო 4 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ოდნავ სტაბილიზაციის დინამიკა

ამირან გამყრელიძე: ბოლო 4 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ოდნავ სტაბილიზაციის დინამიკა

ბოლო 4 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ოდნავ სტაბილიზაციის დინამიკა, ხეზე დავაკაკუნებ, ზრდა არ არის ნახტომისებური – სამწუხაროდ, არ მცირდება და ჯერჯერობით არც შემცირდება გარდაცვალების ინდიკატორი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან ეპიდვითარების შეფასებისას აღნიშნა, ეპიდსიტუაცია „ძალიან რთულია და ჯანდაცვის სისტემა დაძაბულობის ზღვარზე მუშაობს“.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, გამყრელიძის თქმით, მოსალოდენელია, რომ აგვისტოში 600 ათასი აცრა ჩატარდება, თუმცა კარგი იქნება, თუ ეს მაჩვენებელი 800-900 ათასამდე ავა.

„ბოლო 4 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ოდნავ სტაბილიზაციის დინამიკა. ზრდა არ არის ნახტომისებური. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეულად იმ შეზღუდვებით, რაც შემოღებულია და იმ რეკომენდაციების უფრო მეტად აღსრულებით, რაც დაწესებულია და არ სრულდებოდა. ასევე გამოწვეულია ქვეყანაში აცრის პროცესის უფორ მეტი ინტენსიფიკაციით.

მაგრამ, სამწუხაროდ, არ მცირდება და ჯერჯერობით არც შემცირდება ყველაზე უფრო მძიმე, გარდაცვალების ინდიკატორი. დღეს გვქონდა 59 – პანდემიის დაწყებიდან გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …