მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საველე ჰოსპიტალში პირველი პაციენტები შეიყვანეს

საველე ჰოსპიტალში პირველი პაციენტები შეიყვანეს

საველე ჰოსპიტალში პირველი კოვიდინფიცირებულები შეიყვანეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ დაწყებულიყო დიღმის საველე ჰოსპიტლის ოპერირება. გაბუნიას ინფორმაციით, დიღმის საველე სივრცეში 9 პაციენტი განთავსდა. ამასთან, მისი თქმით, ესენი არიან საშუალო სიმძიმის პაციენტები, რომლებიც საველე ჰოსპოტალში დროებით დაყოვნდებიან და 2-3 დღის შემდეგ მოხდება მათი გადამისამართდებიან სტაციონარებში.

„პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და ჰოსპიტალი დღეიდან უკვე სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას. საუბარია დიღმის ჰოსპიტალზე. საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის, ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ მისი გადამისამართება სიმძიმიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ ორ სამ დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება და შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში, რაც იქნება მისი მართვისთვის საჭირო“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, დღეს ჰოსპიტალური სექტორი არის მაქსიმალურად დატვირთული.

„ადგილი თუ თავისუფლდება, ხდება მაშინვე ამ ადგილის შევსება. არის რამდენიმე სარეზერვო ადგილი, მაგრამ ძირითადად  პაციენტების მიღება ხდება ბრუნვის ხარჯზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …