მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » 59 გარდაცვლილი და აცრების შემცირებული ტემპი – უახლესი კოვიდსტატისტიკა

59 გარდაცვლილი და აცრების შემცირებული ტემპი – უახლესი კოვიდსტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 393 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,98 პროცენტს შეადგენს.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,22 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,86 პროცენტი.

ამასთან, შემცირდა აცრების ტემპი – გუშინ 23 986 ადამიანი აიცრა მაშინ, როცა ბოლო დღეებში ეს რიცხვი 25-26 ათასს აჭარბებდა.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 7238 პაციენტი იმყოფება.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …