გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 5914 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 49 პაციენტი.
დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 10,4%, ბოლო 14 დღის – 10,71%, ბოლო 7 დღის – 11,09%.
გუშინ ქვეყანაში 25241 ადამიანი აიცრა, სულ ქვეყანაში ჩატარებულია 857056 აცრა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 7029 ადამიანი იმყოფება.
კლინიკურ სასტუმროში კი 3450 ადამიანია მოთავსებული.