ეს ვირუსი არის პოტენციური ძალის მასშტაბის მატარებელი, რომ მსოფლიო მოსახლეობის 80-85%-ს დაემართება, ხატოვნად რომვთქვათ – დღეს ან ხვალ.
ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში, კორონავირუსის პანდემიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სხვაობა იქნება ის, რომ მსოფლიო მოსახლეობის ვაქცინირებული კონტინგენტი მინიმალური დანაკარგით გადაიტანს ვირუსს, არავაცინირებულ ადამიანებში კი სიკვდილობის 20-30-ჯერ მეტი მაჩვენებელი იქნება, ვიდრე იმუნიზებულში.
კულუმბეგოვის თქმით, როცა მიღწეული იქნება მსოფლიო იმუნიტეტი ხელოვნური ან არახელოვნური გზით, მხოლოდ მაშინ შესუსტდება პანდემია.
მისივე განმარტებით, დელტა ვარიანტმა ალფასთან შედარებით 1,5-ჯერ გაზარდა შანსი, ვირუსის გადატანიდან 180 დღის შემდეგ ანუ 6 თვეში ადამიანი ავად გახდეს. განსაკუთთრებით თუ ეს ადამიანი 65 წელს ზემოთ ასაკისაა. ამიტომ, კოვიდის გადატანიდან 30 დღეში ადამიანმა ვაქცინაუნდა გაიკეთოს, თუ ვაქცინაციის გადავადების დროებითი მიზეზი არ არსებობს, რათა ბუსტერიზაცია ანუ ანტისხეულების სინთეზის წახალისება მოხდეს.
ბიძინა კულუმბეგოვი ასევე ამბობს, რომ ახლა მსოფლიო აკვირდება დელტა პლუსის შტამს, რომლის სპაიკცილაში არის 417 „კა ენ“ მუტაცია, რომლითაც ეს სახეობა ბრაზილიურ და სამხრეთ აფრიკულ შტამებს გავს, რომლებიც ყველაზე მაგრად ეჭიდება ადამიანების რეცეპტორებს. ამიტომ „რას იზამს დელპა პლუსი, არ ვიცით“. მედიკოსის თქმით, ქვეყანაში ამ შტამის 2 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდა ამისა, „დელტა პლუსი“ საქართველოდან ისრაელში დაბრუნებულ 17 მოქალაქესაც დაუდასტურდა.
რაც შეეხება კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს – მესამე „ბუსტერს“, ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ქვეყანაში უკვე ისმის ფაიზერის ბუსტერული დოზის დამატების „ისტერიული მოთხოვნა“, თუმცა, მისივე თქმით, სპეციალისტები აკვირდებიან არსებულ ვითარებას, რათა გაირკვეს, რომელ სეგმენტში იქნება „გაპარული“ ინფექციები – და თუ ეს პროცენტი სინოფარმისა და სინოვაკის შემთხვევაში გადააჭარბებს ასტრაზენეკათი და ფაიზერით აცრილების შემთხვევებს, მესამე დოზის გაკეთების საჭიროებაც დადგება. თუმცა, როგორც ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, საქართველოში მსგავსი რამ არ ფიქსირება. ამიტომ ალერგოლოგი „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაცინებით ორჯერადად აცრილ მოქალაქეებს მოუწოდებს, არ ინერვიულონ, რადგან მათ დამატებითი ბუსტერის გამოყენება არ ესაჭიროება და „ესაა ძალიან მყარი გადაწყვეტილება“.