მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულოა

დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულოა

დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის უწყებას არაერთხელ განუცხადებია, რამდენად ეფექტიანია პირბადე ინფექციისგან დასაცავად და ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ესაა ყველაზე ეფექტიანი საშუალება, მოვახდინოთ მეოთხე ტალღის ეფექტიანად დაძლევა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისიდან პირბადეების ტარება ღია სივრცეში სავალდებულო არ არის. გამონაკლისია 5 და მეტი ადამიანის შეკრების ადგილები.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …