მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ზოგიერთ დაწესებულებაში შესაძლოა, მხოლოდ ვაქცინირებული ან ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები დაუშვან

ზოგიერთ დაწესებულებაში შესაძლოა, მხოლოდ ვაქცინირებული ან ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები დაუშვან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღევანდელ სხდომაზე საკოორდინაციო საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო სტრაფ ან პისიარ ტესტს აღარ დააფინანსებს. “სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ არ ვიცრებით და გვინდა ამ დაწესებულებაში წასვლა, კეთილი ინებეთ თქვენ ან თქვენმა დამსაქმებელმა გადაიხადეთ თანხა ამ ტესტირებისთვის,” – განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …