მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ტრანსპორტი, ბავშვთა გასართობი ცენტრები, რესტორნები – 14 აგვისტოდან 3-კვირიანი შეზღუდვები წესდება

ტრანსპორტი, ბავშვთა გასართობი ცენტრები, რესტორნები – 14 აგვისტოდან 3-კვირიანი შეზღუდვები წესდება

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ეს არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. ამის შესახებ საკოორცინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  ასევე იზღუდება ფესტივალების, მასოვრივი ღონისძებებისა და სპორტული შეჯიბრებების ორგანიზება, გარდა იმ ღონისძიებისა, რომელიც საერთაშორისო ეგიდით იმართება. ამასთან, იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების ფუნქციონირება. კვების ობიექტების მუშაობა კი 00:00 საათის ნაცვლად დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.

გარდა ამისა, საჯარო და კერძო უწყებებს საბჭო მიმართავს რეკომენდაციებით, თანამშრომლები მუშაობის მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.

ღიბრაძის თქმითვე, ვაქცინაციის გაფართოების მიზნით აცრის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან.

 

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …