მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები

მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა და არ არის მარტივი სიტუაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სექტორი ყველანაირად ცდილობს, რომ გაუმკლავდეს ამ პროცესს, თუმცა მათაც უჭირთ „გარკვეული სირთულეების დაძლევა“ და ამიტომ მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„მე რამდენჯერმე უკვე გავაკეთე განცხადება და ბოლო პერიოდი განცხადებებით როგორც მე ასევე ჩემი მოადგილე და ბატონი ამირანი გამუდმებით ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ მდგომარეობა არის ნამდვილად საგანგაშო და არ არის მარტივი სიტუაცია. ჯანდაცვის სამინისტროს, მისი ყველა უწყება და ჯანდაცვის სექტორის ყველა წარმომადგენელი 24 საათიან რეჟიმში არის ჩართული პროცესის მართვაში.

ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ გავუმკლავდეთ ამ პროცესს, მაგრამ მინდა მივმართო მედიას და მოსახლეობას, რომ ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენც გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა და დამოკიდებულები ვართ ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე და იმ რეკომენდაციების დაცვაზე, რომელიც ჩვენი მხრიდან არის მოწოდებული. მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ ჯანდაცვის სექტროში არ მოხდეს კოლაფსი“ , – განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …