მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » შრომის ინსპექცია აცხადებს, რომ აკრძალული ღონისძიებების გამართვაზე კონტროლს ამკაცრებს

შრომის ინსპექცია აცხადებს, რომ აკრძალული ღონისძიებების გამართვაზე კონტროლს ამკაცრებს

შეზღუდვების კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას აძლიერებს. ამის შესახებ განცხადებას თავად უწყება ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია:

“ინსპექტორთა ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვა ზედამხედველ უწყებებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში განხორციელდება. სექტორული რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, ძირითადი აქცენტი აკრძალული ღონისძიებების ორგანიზებაზე გაკეთდება. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები  გატარდება. ფიზიკურ პირს 2 000 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირს 10 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრება. დარღვევა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც.

კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, ობიექტი დაილუქება.

შეზღუდვების კონტროლის გამკაცრების ინიციატივა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ეკუთვნის. ამ დროისთვის მოქმედი რეგულაციების მიხედვით, აკრძალულია სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები.”

 

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …