მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას საფრთხე არ ემუქრება
"მე პასუხს ვაგებ იმაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას საფრთხე არ ემუქრება, არც ფინანსური და არც ადმინისტრირების მხრივ. პროგრამა გაგრძელდება,"

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას საფრთხე არ ემუქრება

“მე პასუხს ვაგებ იმაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას საფრთხე არ ემუქრება, არც ფინანსური და არც ადმინისტრირების მხრივ. პროგრამა გაგრძელდება,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავიტ სერგეენკომ 20/30-თან საუბარში განაცხადა. 

მინისტრი რამდენიმე კლინიკის მენეჯერებსაც მიმართავს, რომლებიც პაციენტებს ეუბნებიან,რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაჩერდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სერგეენკოს თქმით, სამწუხაროდ, საყოველთაო ჯანდაცვის დისკრედიტაციას ძალიან ბევრი კლინიკა ეცადა.ეს ტალღა გაზაფხულზე იყო.

სერგეენკო მედიკამენტებზე ფასების შემცირების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბევრი ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყნის ჯანდაცვის ერთადერთი სუსტი წერტილი,მედიკამენტების მიწევადობის გაზრდის აუცილებლობაა.

„ამის გაკეთების რამოდენიმე მეთოდი არსებობს, პირველი, სუბსიდირება, მეორე- მოგების პროცენტის შეზღუდვა. ეს ვერსიები განხილვისას არ მივიღეთ და გზა, რომლითაც მივდივართ, არის ორი კომპონენტის გათვალისწინება. ერთი, ისეთი რეგულაციების უზრუნველყოფა, რომელიც ბაზარს უხარისხო მედიკამენტებისგან დაიცავს და მეორე, კონკურენციის გაზრდა.

ამ ორი ინსტრუმენტით ვგეგმავთ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომიდან ბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოვიდნენ და ბაზარი კონკურენციამ დაარეგულიროს. შემოდგომაზე, ჩემი გათვლებით, ჩვენ უნდა შევძლოთ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასების დაწევა, დაახლოებით, 500 მედიკამენტზე, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება მოსახლეობას”-აცხადებს სერგეენკო.

commersant.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …