მხოლოდ ერთ დღე-ღამეში ქვეყანაშ თავისუფალი კოვიდ-საწოლების რაოდენობა 100-ით შემცირდა – ახლა კლინიკურ სექტორს მხოლოდ 579 პაციენტის მიღება შეუძლია. ეს იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიურად კორონავირუსი 3-4 ათას ადამიანს უდასტურდება და საშუალოდ მათი 15% (500-600 პაციენტი) ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.
ამ ეტაპზე საქართველოში 40259 აქტიური კოვიდპაციენტია. ქვეყანაში სულ 7118 კოვიდსაწოლია, 6641 დაკავებულია. აქედან 1328 ინტენსიურ განყოფილებაშია, 293 კი რეანიმაციაში.
მაღალია კოვიდსასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელიც – ჯამში ამ ეტაპზე ამ სექტორში 3,140 ადგილია, მათგან 2,552 თავისუფალია, 588 დაკავებული.
ამ ფონზე მოსახლეობის მიერ უსაფრთხოების ზომების დაცვის მაჩვენებელი კიდევ უფრო იკლებს – ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის განახლებული მაჩვენებლებით, პირბადის ტარების მონაცემი 51%-ია, წინა კვირაში ეს მაჩვენებელი 53% იყო.