გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდ 19-ით 44 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ლეტალობის იდენტური მაჩვენებელი ბოლოს 2021 წლის 2 იანვარს დაფიქსირდა.
რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, გასულ დღე-ღამეში ინფიცირების დიაგნოზი 2236 ადამიანს დაუსვეს.
ამ ეტაპზე სრულად აცრილია 197118 ადამიანი, სულ ჩატარებულია 641242 მოქალაქე.
დღიურად აცრილია 16028 ადამიანი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6641 ინფიცირებული იმყოფება.