მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სექტორი საწოლფონდთან მიმართებით უკვე გარკვეულ ზღვარზეა

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სექტორი საწოლფონდთან მიმართებით უკვე გარკვეულ ზღვარზეა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სექტორი საწოლფონდთან მიმართებით უკვე გარკვეულ ზღვარზეა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა რესურსი სულ უფრო და უფრო ნაკლებია.

„ჯანდაცვის სექტორში რეალურად საწოლფონდთან მიმართებაში ვართ უკვე გარკვეულ ზღვარზე. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა ყოველდღიურად თუმცა, რესურსი სულ უფრო და უფრო ნაკლებია. ასევე გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობა, რომლებიც უკვე წელიწადნახევარზე მეტია, ამ რეჟიმში მუშაობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი დაუდგებიან გვერდში როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თითოეულ ექიმს და შესაბამისად, თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერები არიან“, – განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …