მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » რითეილ გრუპ ჯორჯია: მომსახურების სფეროში დაუშვან მხოლოდ ვაქცინირებული ან გატესტილი მომხმარებლები

რითეილ გრუპ ჯორჯია: მომსახურების სფეროში დაუშვან მხოლოდ ვაქცინირებული ან გატესტილი მომხმარებლები

„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი, რეზო მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულებას ეხმაურება და მთავრობას რეკომენდაციას აძლევს – მომსახურების სფერო ღია იყოს მხოლოდ ვაქცინირებული ან უარყოფითი ტესტის პასუხის მქონე მომხმარებლისთვის.

კონკრეტულად ვინ უნდა გადაიხადოს ტესტის ღირებულება – ეს საკითხი მსჯელობას საჭიროებს, თუმცა, მაღალაშვილის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით ამოსავალი წერტილია ის, რომ დახურული სივრცეები ყველაზე მეტად უსაფრთხო იყოს.

მისივე განცხადებით, რითეილ სექტორს ყველანაირი შეზღუდვების ქვეშ უმუშავია, ამის გამოცდილება აქვს, თუმცა მეორეჯერ ამის გადატანა რთული იქნება.

„თუ დაგვხურავენ, შარშან რაც გავაკეთეთ იგივეს გავაკეთებთ, თუმცა ჩვენთვის მთავარია დინამიკა დადებისთისკენ წავიდეს, ადამიანები აიცრან.

სამწუხაროდ, ეს პროცესი ამ ეტაპზე არ ჩქარდება. როგორი დაბალი იმუნიზაციაცაა ქვეყანაში, ისეა ჩვენს სექტორში, ვცდილობთ, მაგალითი მივცეთ ჩვენს თანამშრომლებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, რაც გააკეთა ძალიან ბევრმა ქვეყანამ, იმის გადმოტანა ალბათ უფრო წაგვადგება.  ანუ ეს სექტორი იქნება ღია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც აცრილია ან წარმოადგენს ტესტის უარყოფით პასუხს. ასეა ბევრ განვითარებულ ქვეყანაში და ამ მიმართულებით ჩვენც მოგვიწევს წასვლა. საჭიროა საინფორმაციო კამპანიები, რომ ადამიანებმა ეს თავისი ნებით გააკეთონ, თუმცა დროში ვართ შეზღუდული, დრო ცოტაა და შეიძლება დავდგეთ იმ ეტაპზე, რომ ან საერთოდ ყველაფერი დაიხურება, ან ის გაკეთდება, რაც ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპასა და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გაკეთდა. კერძოდ, მომსახურების სფეროში აცრა გახდა სავალდებულო და მომხმარებელს დახურულ სივრცეში უშვებენ მხოლოდ ტესტის პასუხის წარდგენის ან აცრის დამადასტურებელი საბუთით,“ – აცხადებს მაღალაშივლი.

მზად არის თუ არა ბიზნესი რაიმე ტიპის შეზღუდვის დაწესებაზე, მაღალაშვილი განმარტავს, რომ გააჩნია რა ტიპის რეგულაციებზე იქნება საუბარი და რა ვადით. სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში სხვადასხვა სიტუაცია იქნება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის „რითეილ გრუპ ჯორჯია“ საქართველოში 35 ბრენდის 60-მდე მაღაზიას აერთიანებს.

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ის ბოლო დღეებია უარესდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი ეგეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ეკონომიკის ჩაკეტვა არ იგეგმება და მაშინ როდესაც ქვეყანაში მალე მთლიანობაში 3 მლნ-ზე მეტი დოზა ვაქცინა იქნება, ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა არ იგეგმება.

“ჩვენ გადავწყვიტეთ და ვთქვით, რომ ამ ვითარებაში როდესაც ქვეყანაში შემოტანილია 2 მლნ დოზაზე მეტი ვაქცინა და მალე ჯამში გვექნება 3 მლნ-ზე მეტი ვაქცინა, გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა. ჩვენ ეკონომიკას არ შევაჩერებთ – ეს არის მცდარი გზა, შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით მთავარ გზას ვაქციანაციას და ის უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას,” – განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …