მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » დელტა დომინანტი გახდა – საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევების 80-100% ამ შტამზე მოდის

დელტა დომინანტი გახდა – საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევების 80-100% ამ შტამზე მოდის

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 80% დელტა-შტამზე მოდის, თბილისსა და ბათუმში კი აღნიშნული შტამის გავრცელების მასშტაბები უკვე 100%-ს აღწევს.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროგნოზი კეთილსაიმედო არ არის და ამის მთავარი მიზეზი იმუნიზაციის არასაკმარისი დონეა.

“როდესაც მძიმე პროგნოზებს პირდაპირ ვამბობ ხოლმე, შემდეგ იწყება ჩემი სიტყვების თამაში. ხანდახან ადამიანებს მძიმე რეალობა უნდა დაანახო. სამწუხაროდ, ეს ასე იქნება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც აცრილი არ არის, მისი გარდაცვალების რისკი საკმაოდ მაღალია. ამიტომ, გამოსავალი არის, რაც შეიძლება მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აიცრას. ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის, ყველანაირი ვაქცინა არსებობს. ავიცრათ იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე შევინარჩუნოთ,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ “დელტა ვარიანტი” კორონავირუსის წინა შტამებთან შედარებით უფრო მაღალი გადამდებლობით ხასიათდება. სწორედ მის გავრცელებას უკავშირებენ ქართველი მედიკოსები ინფიცირებულებში დაავადების შედარებით მძიმე მიმდინარეობას და ლეტალობის მაღალ მაჩვენებელს.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …