მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » რესტორნებში დაუშვან მხოლოდ აცრილები ან გატესტილები – პაატა იმნაძის რეკომენდაცია

რესტორნებში დაუშვან მხოლოდ აცრილები ან გატესტილები – პაატა იმნაძის რეკომენდაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის რეკომენდაციაა, რესტორნებში მხოლოდ ორჯერადად აცრილები ან წინასწარ გატესტილები დაუშვან.

“ვაფიქსირებ ჩემს აზრს- ვემხრობი მკაცრ შეზღუდვებს. საკოორდინაციო საბჭოზე ყველა ჩვენს აზრს გამოვთქვამთ ხოლმე. მე საბჭოს მივმართე მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციებით, მაგრამ საბჭო იღებს კონსესუსით მიღებულ გადაწყვეტილებას. კონსესუსი საჭიროა არა მხოლოდ საბჭოში, არამედ ქვეყანაში.

რეკომენდაციაა, რესტორნებში დაშვება იყოს მარტო აცრილების ან წინასწარ გატესტილების.

რა ვქნათ, ამ ქორწილებს ვერ ეშვება ხალხი, ლხინის სუფრა ჭირად იქცევა ხოლმე, წინადადება იყო, რომ გაიზარდოს 50 კაცამდე დაშვება, თუ ყველა აცრილი იქნება, მინიმუმ წინასწარ გატესტილი“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …