კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მაღალია – გასულ დღე-ღამეში ამ მიზეზით საქართვველოში 23 პაციენტი დაიღუპა. მაღალია დადებითობის მაჩვენებელი – 20661 ტესტიდან კოვიდ-19 1655 დაუდასტურდა, რაც ჩატარებული ტესტების 8,1%-ს შეადგენს. ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 7,08%-ია, ბოლო 7 დღის – 7,68%.
დღიურად აცრილია – 11126, სულ აცრილია – 506780 ადამიანი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6082 ადამიანი იმყოფება. კლინიკურ სასტუმროებში კი 2228.
ნიუ-იორ თაიმსის მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე ადმინისტრირებული ვაქცინების მიხედვით, საქართველო 181 ქვეყანას შორის 122-ე ადგილზეა.