მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსს 25 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსს 25 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში კოვიდ 19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი არ იკლებს. გასულ დღე-ღამეში ინფექციას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 24 საათში 2712 ადამიანი დაინფიცირდა. შესაბამისად, დადებითობის მაჩვენებელმა შეადგინა:  დღიური – 6,93%, ბოლო 14 დღის – 6,59%, ბოლო 7 დღის – 7,09%.

გუშინდელი რეკორდული მაჩვენებლის (17 ათასზე მეტი) შემდეგ, შემცირებულია აცრილთა დღიური  რაოდენობა – 29 ივლისს იმუნიზაცია 14738-მა მოქალაქემ ჩაიტარა. ჯამში, ქვეყანაში 464875 ადამიანია აცრილი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5547 ინფიცირებული იმყოფება, კლინიკურ სასტუმროში კი 1963.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …