მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ვაქცინაციის “დამატებით ბენეფიტად” გამოცხადების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრს განმარტებების კეთება უწევს

ვაქცინაციის “დამატებით ბენეფიტად” გამოცხადების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრს განმარტებების კეთება უწევს

“მინისტრი რომ ანტივაქსერი იყოს, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა, ძალიან გთხოვთ, დავასრულოთ განზრახ მიმართული ანტი-პიარი ყველა წარმატებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავაკეთო კომენტარი დღეს დილით მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ, სადაც მე ვარ მოხსენიებული, როგორც ანტივაქსერი, ვინაიდან ჩემი კომენტარი იყო ინტერპრეტირებული. მინდა განვაცხადო, რომ ალბათ, არც პირველი აიცრებოდა მინისტრი, რომ იყოს ის ანტივაქსერი და არც იმ შემთხვევაში, როდესაც მინისტრი არის ანტივაქსერი, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა.

ძალიან გთხოვთ, ყველას დავასრულოთ განზრახ მიმართული ანტი-პიარი ყველა წარმატებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ეს მოქმედებს ჩვენი მოსახლეობის განწყობაზე და დღეს, პანდემიის პირობებში ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ავყვეთ პროვოკაციებს და შესაბამისად, მოვახდინოთ მოსახლეობის დეზინფორმაცია,”
– განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აღნიშნული განმარტება მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დილით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყოფნისას, მის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელებში მეგატიური რეაქცია მოჰყვა. კერძოდ, მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი პანდემიასთან საბრძოლველად არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია დამატებითი ბენეფიტია.

„მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის, რადგან იმუნიზაციის პროცესშიც კი, ხშირია ინფიცირება. ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ძალიან წარმატებული იყო ვაქცინაციაში, თუმცა ინფექციის გავრცელება მაინც ხდება. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია – ეს არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და ეს პროცესიც საქართველოში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხოვანი ვაქცინით, რომელზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობას აქვს. ყველაზე ეფექტური მართვა არის, როცა საზოგადოებას აქვს თვითორგანიზება. ჩემი თხოვნაა, გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ახლა, როცა ვხედავთ, თუ რამდენად მომატებულია ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები, გავუფრთხილდეთ საკუთარ შვილებს და გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …