გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსს 20 ადამიანი ემსხვერპლა. დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვირუსი 1043 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ჩატარებული ტესტების 3,34%-ია. ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 3,27%-ია, 7 დღის კი 3,72%.
დღიურად აცრილია 5702 ადამიანი, სულ კი აცრილია 283631 მოქალაქე.
3139-მდე გაიზარდა კლინიკებში მყოფი ინფიცირებულების რაოდენობა.
ასევე მზარდია კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა – ე.წ. კოვიდსასტუმროებში 906 ინფიცირებული იმყოფება.