მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » 20-25 ათასის ნაცვლად 4 ათასამდე აცრილი მოქალაქე – მასობრივი ვაქცინაციის პირველი დღის შედეგები

20-25 ათასის ნაცვლად 4 ათასამდე აცრილი მოქალაქე – მასობრივი ვაქცინაციის პირველი დღის შედეგები

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები გაიზარდა. ეს დადებითობის, ანუ ჩატარებული ტესტებიდან კოვიდინფექციის დადასტურების პროცენტულ მაჩვენებელში გამოიხატება და ამ მაჩვენებელმა, დღიურ ჭრილში 5,49% შეადგინა. ბოლო 14 დღეში დადებითობა 3,01%-ს, ბოლო 7 დღეში კი 3,68%-ს შეადგენს.

რაც შეეხება რაოდენობრივ მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდინფექციის 1407 შემთხვევა დადასტურდა. 

გარდაიცვალა 10 ადამიანი.

სულ აცრილია – 272810, დღიურად აცრილია – 3667. შესაბამისად, ვაქცინაციის პირველ დღეს აცრილთა რაოდეობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ დღიურ ნიშნულს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დასახა – 20-დან 25 ათასამდე აცრილი. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2961 ინფიცირებული იმყოფება. კლინიკურ სასტუმროებში 837.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …