მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » COVID-19-ის სტატისტიკის ამსახველ არცერთ საიტს მუშაობა ამ დრომდე არ განუახლებია – ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები უცნობია

COVID-19-ის სტატისტიკის ამსახველ არცერთ საიტს მუშაობა ამ დრომდე არ განუახლებია – ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები უცნობია

მეორე დღეა, კორვიდ-ეპიდემიის სტატისტიკის ამსახველი საიტები არ განახლებულა. კერძოდ, ამ დრომდე 3 ივლისის მონაცემები დევს stopcov.ge-ზე.

ამდენივე ხანია არ დადებულა ახალი ინფორმაცია https://datacov.moh.gov.ge/-ზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე კვირის წინ, სპეციალური პრეზენტაციით წარადგინა.

27 ივნისის შემდეგ სიახლეები არ იძებნება vaccines.ncdc.ge/statistics-ზეც, რომლის პრეზენტაცია ჟურნალისტების წინაშე ასევე რამდენიმე კვირის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამართული ვებინარის ფარგლებში მოეწყო.

https://stopcov.ge/-ს, ისევე როგორც აცრის დაჯავშნის საიტის პარალიზება ხელისუფლებამ კიბერშეტევით ახსნა და გამოძიების დაწყების შესახებ განაცხდადა.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …