სინოფარმის აცრისთვის რეგისტრაცია შაბათს, 12 საათიდან დაიწყება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 500 000 დოზა სინოფარმი და 500 000 დოზა სინოვაკი უკვე საქართველოშია. რეგისტრაცია პირველ ეტაპზე “სინოფარმზე” დაიწყება, მოგვიანებით კი – “სინოცაკის” ვაქცინებზე.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.
ვაქცინაციის პროცესი დაიწყება 5 ივლისიდან.