მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » COVID 19-ის მართვის პროგრამის ბიუჯეტი 522 მილიონ ლარამდე გაიზარდა

COVID 19-ის მართვის პროგრამის ბიუჯეტი 522 მილიონ ლარამდე გაიზარდა

ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის პროგრამის 2021 წლის ბიუჯეტი გაიზარდა და 522 მილიონ 389 ათასი ლარი შეადგინა. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება („2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. 2020 წლის 31 დეკემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 350,000.0 ათასი ლარით, 2021 წლის 2 თებერვალს დადგენილებაში შევიდა ცვლილება და ბიუჯეტი 336 მილიონი ლარით განისაზღვრა. ბოლო ცვლილებით კი ბიუჯეტს კიდევ  186 მილიონი დაემატა.

აღნიშნული პროგრამის მიზანია მოსახლეობის დაცვა ახალი კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისაგან  (COVID – 19) როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზით. საუბარია ტესტირებების ჩატარებაზე, კონტაქტების შესწავლაზე, საკარანტინო სივრცეების მართვაზე, დადასტურებული შემთხვევების მკურნალობაზე, ვაქცინაციაზე და ა.შ.

რა მიმართულებით იზრდება ბიუჯეტი, დადგენილებაში დაკონკრეტებული არ არის.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …