მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » 17 აპრილის შემდეგ პირველად, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების დღიური სტატისტიკა 10-ზე ნაკლებია

17 აპრილის შემდეგ პირველად, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების დღიური სტატისტიკა 10-ზე ნაკლებია

17 აპრილიდან დღემდე, 24 საათში კოვიდ-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი 10-ს პირველად ჩამოსცდა. ბოლო დღე-ღამეში ინფექციას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

აღნიშნულ პერიოდში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 699 ფაქტი, შესაბამისად, დადებითობის მაჩვენებელმა 2,05% შეადგინა, 7 დღის მონაკვეთში ეს მონაცემი 2,4%-ია, 14 დღის მონაკვეთში კი 2,45%. 

რაც შეეხება აცრებს,  ჯამში აცრილია 248545 ადამიანი, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 3201-ია. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2592 ადამიანი იმყოფება, რაც აქტიური შემთხვევების 30,4%-ია. 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …