პირველი ივლისიდან გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ღია სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის. ეს ვალდებულება რჩება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის და დახურულ სივრცეებში ყოფნის შემთხვევაში.
პრემიერის თქმითვე, ორ კვირაში ქვეყანაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და საყოველთაო იმუნიზაცია დაიწყება.
ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ დააზუსტა, რომ რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები 24:00 საათის შემდეგ არ იმუშავებს. იგივე ეხება სასტუმროებში არსებულ რესტორნებს.